საფრანგეთის ეროვნული გუნდიდან დიდიე დეშამის წასვლის შემდეგ, ახალი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი იქნება, იუწყება ესპანური გამოცემა As.
მადრიდის „რეალის“ 53 წლის ექსთავკაცის სიტყვიერად საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას უკვე შეუთანხმდა. მან ნაკრების გაწვრთნის გამო, უარი „რეალსა“ და „ფენერბაჰჩეს“ უთხრა.
ზიდანი უმუშევარი 2021 წლიდანაა, როდესაც მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
ზიდანი „რეალს“ პირველად 2016-2018 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზ ზედიზედ 3-ჯერ მოიგო. ასევე მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში, და ესპანეთის სუპერთასზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, მან გუნდს 2-ჯერ უეფას ევროპის სუპერთასი მოაპოვებინა და ამდენჯერვე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში გაამარჯვებინა.
ზიდანი „რეალში“ 2019 წელს დაბრუნდა და გასულ სეზონში მადრიდელებს ლა ლიგაში გამარჯვებინა.
ლაშა თაბაგარი





