გატუზო: „გულშემატკივრებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“

0
5

იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს აზრით, გულშემატკივრებს ბოდიში უნდა მოუხადონ. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იტალიასთან 1:4 წაგების შემდეგ განაცხადა. ცნობისთვის, გატუზოს დანიშვნის შემდეგ, „სკუადრა აძურამ“ ზედიზედ 5 თამაში მოიგო და პირველად დამარცხდა.
„პირველ ყოვლისა, ჩვენს გულშემატკივრებს უნდა მოვუბოდიშოთ, რადგან 1:4 მძიმე შედეგია. საწყენია, რადგან პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ და ნამდვილი გუნდი ვიყავით, მაგრამ მთავარი იმედგაცრუება ისაა, რომ მეორე ტაიმი ამ დონეს არ შეესაბამებოდა.
ნორვეგიას ვულოცავ, მაგრამ ჩვენ პირველი ტაიმიდან უნდა გამოვიდეთ, რომელშიც იმას ვაკეთებდით, რაც უნდა გაგვეკეთებინა, ხოლო შესვენების მერე სერიოზული პრობლემები შეგვექმნა.
ჩვენ სათამაშო ფორმა დავკარგეთ. პირველ ტაიმში პრესინგს კარგად ვთამაშობდით, თუმცა, შემდეგ ბურთს ხშირად ვკარგავდით და ნორვეგიას სათამაშოდ სივრცე მივეცით. გადაცემების დროს ვცდებოდით და პასებს უკავ ვაკეთებდით – აი ეს მოხდა“ – იუწყება გატუზოს ნათქვამს RAI Sport.
იტალიის ნაკრები, რომელმაც განვლილი ორი მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, 2026 წელს გასამართ მუნდიალზე მოსახვედრად პლეი-ოფში იბრძოლებს.
ლაშა თაბაგარი