საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს 18 ნოემბერს მიხეილ მესხზე გამართავს, სადაც გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მანამდე კი გუნდები მასპინძელ სტადიონზე ტრადიციულ მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ.
ჩვენი გუნდის ვარჯიშამდე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის – რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია გაიმართება. ტრადიციულად, ორივე გუნდის ვარჯიშზე, საწყისი 15 წუთი აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები დაიშვებიან.
17 ნოემბრის განრიგი | მიხეილ მესხი
16:30 | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
17:00 | საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ვარჯიში
18:30 | გერმანიის 21 წლამდე ნაკრების ვარჯიში





