საქართველოს ეროვნული ნაკრები სოფიაში ჩავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. წლის ბოლო შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ტრავმის გამო ნაკრებთან ერთად სოფიაში საბა გოგლიჩიძე ვერ გაემგზავრა. ბულგარეთში ეროვნულ გუნდს მტკ ბუდეპაშტის 27 წლის მცველი, ილია ბერიაშვილი შეუერთდა, რომლისთვისაც ეს პირველი სანაკრებო გამოძახებაა.
17 ნოემბერს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში და ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.
17 ნოემბრის განრიგი | ბულგარეთის დროით
17:00 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია
17:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
19:30 ბულგარეთის ნაკრების პრესკონფერენცია
20:00 ბულგარეთის ნაკრების ვარჯიში (მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)|
ბულგარეთი – საქართველოს მატჩი 18 ნოემბერს, სოფიაში, ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.





