რობერტო მანჩინი კატარის „ალ-სადს“ გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. იტალიის ეროვნული ნაკრების ექსმწვრთნელმა კატარულ კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ბოლო საუდის არაბეთის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა – 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის ოქტომბრამდე.
60 წლის იტალიელი სპეციალისტი 2018-2023 წლებში თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა, რომელსაც ევრო 2020 მოაგებინა. მანამდე, მანჩინი „ფიორენტინას“, „ლაციოს“, „ინტერს“, „მანჩესტერ სიტის“, „გალათასარაის“ და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი





