ესპანეთის ჩემპიონატში დიდი მოულოდნელობა დაფიქსირდ “ჟირონასა” და “ბარსელონას” მატჩში. თორნიკე შენგელიას გუნდმა სტუმრად 18 ქულის სხვაობით – 78:96 წააგო, რის შემდეგაც კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი, ხოან პენაროია თანამდებობას დაემშვიდობა.
შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე 15:27 წუთით გამოჩნდა. ართველმა ფორვარდმა 6 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. ბარსელონას 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 მოგება აქვს და ცხრილში მე-11 ადგილზეა.





