გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულის“ მაისურით ინგლისის პრემიერლიგაში პირველი პენალტი მოიგერია. მე-11 ტურში მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან“ 0:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე თავის საჯარიმოში დოკუ წააქცია, რის შემდეგ მსაჯმა პენალტი დანიშნა. ერლინგ ჰალანდის შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, გიორგი მარცხენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი მოიგერია.
29-ე წუთზე ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა „სიტის“ დაწინაურება მაინს მოახერხა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე მანჩესტერელებიდან ანგარიშში სხვაობა ნიკომ გაზარდა, ხოლო 63-ე წუთზე მამარდაშვილის კარი დოკუმ აიღო. „ლივერპული“ 18 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა.
ლაშა თაბაგარი





