კვარაცხელია ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო ქართველი ბომბარდირია

0
4

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი გოლი გაიტანა. მე-12 ტურში მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „ლიონს“ შეხვდა და 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა. მატჩის 26-ე წუთზე ანგარიში ზაირ ემერიმ გახსნა, ხოლო 30-ე წუთზე მორეირამ საპასუხო ბურთი გაიტანა.
33-ე წუთზე ვიტინიამ მასპინძლების ნახევარზე მეტოქის ფეხბურთელს აარვა ბურთი, რომელიც კვარაცხელიამ მიიღო და საჯარიმოში შესულმა ქართველმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:1. მან ევროპის ტოპ 5-ლიგაში 33 გოლი გაიტანა და ყველაზე შედეგიანი ქართველი გახდა. კვარაცხელიამ როგორც ალექსანდრე იაშვილს (32 გოლი), ასევე ლევან კობიაშვილს (32 გოლი) გაასწრო. 24 წლის ხვიჩამ იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 85 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 28-ჯერ აიღო, ხოლო საფრანგეთის ლიგა 1-ის 24 თამაშში 5 ბურთი შეაგდო.
50-ე წუთზე „ლიონიდან“ ანგარიში მეტლანდ-ნაილსმა გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ორი ყვითელი ბარათისთვის ლიონელებს მცველი ტალიაფიკო გაუძევეს. პსჟ-დან გადამწყვეტი გოლი 95-ე წუთზე ნეევშმა შეაგდო.
ლაშა თაბაგარი