გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისის“ მაისურით მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავისი მეორე გოლი გაიტანა. მე-10 ტურში „არისმა“ შინ „კრასავა“ 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და 51“- წუთზე პენალტი გაიტანა – 3:0. მან წინ ტურში ასევე თერთმეტმეტრიანი შეაგდო. ქვილითაია საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებისთვის შეკრებაზე გამოიძახა. „არისი“ 23 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ბოსნიის ჩემპიონატის მე-14 ტურში „სარაევომ“ თავის მოედანზე „ბორაცს“ 1:0 აჯობა. მასპინძლებს ჩვენი ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა 89-ე წუთამდე უკაპიტნა. „სარაეოვო“ 21 ქულით 10 გუნდში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





