ქოჩორაშვილს ისევ თადარიგი აკმარეს

0
3

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში ლისაბონის „სპორტინგმა“, სადაც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, სტუმრად „სანტა-კლარა“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი თადარიგში იყო, მაგრამ ისევ არ ათამაშეს.
მატჩის მე-5 წუთზე მასპინძლები ვინისიუს ლოპესმა დააწინაურა, ხოლო 32-ე წუთზე გონსალვეშმა საპასუხო ბურთი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე „სპორტინგს“ არაუხო გაუძევეს. ამის მიუხედავად, ლისაბონელებმა სამ წუთში გამარჯვების გოლი გაიტანეს – თავი ჰიულმანდმა გამოიჩინა. „სპორტინგი“ 28 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი