“ჟილინა“, რომელშიც ალექსანდრე ნარიმანიძე გამოდის, სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში შინ „მიხალოვცეს“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა. 20 წლის ქართველმა მცველმა, რომელიც ვილი სანიოლმა ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ეროვნულ გუნდში გამოიძახა, შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის 25-ე წუთზე მასპინძლები დატკომ დააწინაურა, ხოლო მე-60 წუთზე სტუმართა კარი ადანგმა აიღო. „ჟილინა“ 31 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
„დუნაისკა სტრედამ“ გასვლაზე „რუჟემბეროკს“ 1:0 სძლია. გამარჯვებულებში მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა და 34-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი გაგუა თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. „დუნაისკა სტრედა“ 28 ქულით მეირეა.
ლაშა თაბაგარი





