ლომინაძე ტაიმი ათამაშეს

0
4

„ეშტორილმა“, რომელსაც ზაფხულში ნოდარ ლომინაძე შეუერთდა, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში „აროუკა“ მიიღო და 4:3 აჯობა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 2:2 იყო. მან მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. „ეშტორილი“ 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი