გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში იტალიის სერია B-ში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა. მე-12 ტურში „ფროზინონემ“ „მოდენას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის მე-9 წუთზე კვერნაძის პასით ანგარიში კოცუპიასმა გახსნა, ხოლო 50-ე წუთზე კალომ მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. 56-ე წუთზე სტუმრებიდან თავი ძამპანომ გამოიჩინა. 89-ე წუთზე მასოლინმა ანგარიში გაათანაბრა და „მოდენამ“ ქულა გადაარჩინა. „ფროზინონე“ 22 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
ლაშა თაბაგარი





