დავითაშვილი სკამზე დატოვეს

0
3

„სენტ-ეტიენმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ზურიკო დავითაშვილია, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-14 ტურში სტუმრად გათამაშების ლიდერი „ტრუა“ 3:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი სასტარტო განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა, რაც გასაკვირია, ვინაიდან მიმდინარ სეზონში მაღალ დონეზე თამაშობს.
მატჩის მე-11 წუთზე სტუმრები ბოიაკიემ დააწინაურა, ხოლო 32-ე წუთზე კარდონამ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე თავი დუფუსმა გამოიჩინა. მასპინძლებიდან ანგარიშში სხვაობ 61-ე წუთზე დიოპმა შეამცირა. 86-ე წუთზე სტუმართა კარი რიპარმა აიღო და ეს გოლი შეხვედრაში უკანასკნელი აღმოჩნდა. „სენტ-ეტიენი“ 26 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი