იმედა აშორტიამ „ბუნედკორის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მერვე გოლი გაიტანა. 28-ე ტურში „ბუნედკორი“ თავის მოედანზე სამარყანდის „დინამოს“ შეხვდა და 1:3 დამარცხდა.
აშორტია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 42-ე წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ორ მცველს გაცდა, რის შემდეგ მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა. ქართველი თავდამსხმელი 71-ე წუთზე შეცვალეს. მან ბოლო ხუთ შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. აშორტიამ ამ სეზონში უზბეკეთის ჩემპიონატში 28-ჯერ ითამაშა და 8 გოლის გარდა, 2 საგოლე პასი მიითვალა. მასპინძლებში მცველმა ნიკა მალიმ ორი ტაიმი გაატარა. „ბუნედკორი“ 46 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





