გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში „ჰაიდენჰაიმი“ გასვლაზე ლევერკუზენის „ბაიერთან“ 0:6 განადგურდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 33-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მასპინძლები 4;0 იგებდნენ.
მისი მოედნიდან გაყვანის მიზეზი გტრავმა არ ყოფილა, უბრალოდ „ჰაიდენჰაიმის“ მთავარმა მწვრთნელმა უკანა ხაზის გაძლიერება გადაწყვიტა. თუმცა, ვერც ამან უშველა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე „ბაიერმმა“ მეხუთე გოლი შეაგდო, ხოლო მეორე ტაიმში სტუმრები კიდევ ერთხელ დაამწუხრა.
„ჰაიდენჰაიმი“ 5 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





