„ფიორენტინას“ პაოლო ვანოლი გაწვრთნის

0
5

ფლორენციის „ფიორენტინას“ ახალ მთავარ მწვრთნელად პაოლო ვანოლი დანიშნეს, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
53 წლის სპეციალისტმა 2025-2026 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეები სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.
ვანოლიმ ფლორენციულ გუნდში სტეფანო პიოლი შეცვალა. ის ბოლო „ტორინოს“ ავარჯიშებდა – 2024 წლის ივლისიდან 2025 წლის ივნისამდე, მანამდე, იტალიელი „ვენეციას“ და მოსკოვის „სპარტაკს“ ხელმძღვანელობდა. 10 ტურის შემდეგ „ფიორენტინა“ 4 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი