კაკაბაძე ნაადრევად შეცვალეს

0
4

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-15 ტურში „კრაკოვია“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა, სტუმრად „რადომიაკს“ შეხვდა და 0:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.
მასპინძლები 48-ე წუთზე კაპიტამ დააწინაურა, ხოლო 64-ე წუთზე გრჟელიკმა მეორე გოლი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე წერტილი პენალტიდან ალვეშმა დასვა. „კრაკოვია“ 22 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი