იონსენის „პოკერი“ ბათუმის „დინამოსთან“

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში შედგა, სადავ გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ ძალიან ცუდ დღეში მყოფი ბათუმის „დინამო“ მიიღო და 5:1 გაანადგურა.
შეხვედრის მე-9 წუთზე ანგარიში ნორვეგიელმა ფორვარდმა ბიორნ იონსენმა გახსნა, ხოლო ექვს წუთში ბათუმელმა მცველმა ლუკა ქაფიანიძემ ბურთი თავის კარში გაიტანა.
27-ე წუთზე იონსენმა პენალტი გამოიყენა. 32-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ ერთი ბურთი გაქვითა. ტაიმის მიწურულს იონსენმა კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი შეასრულა ზუსტად. 68-ე წუთზე ნორვეგიელმა „პოკერი“ გაიფორმა და მიმდინარე სეზონში საქართველოს ჩემპიონატში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.
„ტორპედო“ 53 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციაზეა, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი ბათუმელები 37 ქულით მეორე პოაიციაზე არიან.
ლაშა თაბაგარი