გოჩოლეიშვილის ქულა დორტმუნდის „ბორუსიასთან“

0
2

გერმანიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში „ჰამბურგმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა კაპალდოს, რომლის თავურის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
64-ე წუთზე დორტმუნდელები ჩუკვუემაკამ გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე კონიგსდორფერმა მასპინძლებს ქულა გადაურჩინა. „ჰამბურგი“ 9 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი