გაგნიძის საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი

0
4

უკრაინის პრემიერლიგის მე-12 ტურში კოვალივკას „კოლოსი“ სტუმრად „კუდრივკას“ დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. გამარჯვებულთ სასტარტოში საქართველოს ეროვნული ნაკრების მახევარმცველმა ნიკა გაგნიძემ 80 წუთი ითამაშა და თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვაი წვლილი შეიტანა. ასევე პირველი წუთიდან მოედანზე მცველი ზურაბ რუხაძე იყო, რომელიც შესვენებაზე შეცვალეს.
24-ე წუთზე გაგნიძემ ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 69-ე წუთზე, როდესაც „კოლოსი“ 0:1 აგებდა, მეტოქე მცველმა თავის საჯარიმოში წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც რაპაიმ გამოიყენა.
მე-80 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა გაგნიძემ ზუსტი პასი კარის წინ გახსნილ კლიმჩუკს გაუკეთა, რომელმაც „კოლოსი“ დააწინაურა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი 85-ე წუთზე ცურიკოვმა დასვა. გაგნიძემ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჩატარებულ 12 შეხვედრაში სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. „კოლოსი“ 19 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი