საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 32-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს პირველი მატჩი თელავში შედგა, სადაც ადგილობრივმა „თელავმა“ გორის „დილა“ მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
მატჩის მე-7 წუთზე თელაველმა ფეხბურთელმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა და გორელთა კონტრშეტევის დროს, კონგოელმა დეო ბასინგამ პასი ბურკინა ფასოელ არუანა უატარას მისცა, რომელმაც დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა.
74-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა შოთა შეყილაძემ კარის წინ მდგომი განელი ბლანკსონ ანოფი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. დარჩენილ დროში თელაველებმა ერთი გოლი გაიტანეს, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა,
იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილ „დილას“ 68-ე ქულა აქვს და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით „თელავმა“ 29 ქულა დააგროვა და ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი





