ბულგარეთის შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის ცნობილია

0
4

ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ დიმიტროვმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 15 ნოემბერს სტუმრად თურქეთთან, ხოლო 18 ნოემბერს სახლში საქართველოსთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
მეკარეები: დიმიტარ მიტოვი (აბერდინი), ალექს ბოჟევი (სლავია), დიმიტარ ევტიმოვი (ბოტევი).
მცველები: პეტკო ხრისტოვი (სპეცია), ატანას ჩერნევი (ამადორა), კრისტიან დიმიტროვი (ლევსკი), როსენ ბოჟინოვი (ანტვერპენი), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი), მარტინ გეორგიევი (სლავია), ვიქტორ პოპოვი (კორონა), ხრისტიან პეტროვი (ჰერენვეენი).
ნახევარმცველები: ილია გრულევი (ლიდსი), ფილიპ კრისტოვი (ოქსფორდ იუნაიტედი), ანდრიან კრაევი (ჰაპოელი), კრისტიან სტოიანოვი (სლავია), სტანისლავ შოპოვი (ოსიეკი), ივაილო ჩოჩევი (ლუდოგორეცი), ივან იორდანოვი (ლუდოგორეცი).
თავდამსხმელები: მარინ პეტკოვი (ლევსკი), რადოსლავ კირილოვი (ლევსკი), გეორგი რუსევი (ცსკა 1948), ზდრავკო დიმიტროვი (ბოდრუმი), კირილ დესპოდოვი (პაოკ), მარტინ მინჩევი (კრაკოვია), ვლადიმირ ნიკოლოვი (კორონა).
საქართველოს ნაკრები, რომელსაც 3 ქულა აქვს, მუნდიალის შესარჩევში მომდევნო შეხვედრას 15 ნოემბერს ევროპის მოქმედ ჩემპიონ და E ჯგუფის ლიდერ ესპანეთთან (12 ქულა) თბილისში ჩაატარებს, ხოლო 18 ნოემბერს – უქულო ბულგარეთს ესტუმრება. თურქეთი 9 ქულით მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი