კაშიას „სლოვანი“ ფინეთში დამარცხდა

0
2

ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის ფაზის მე-3 ტურში სტუმრად ფინეთის კუპს-ს შეხვდა და 1:3 დამარცხდა. საქართველსო ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.
სლოვაკები მე-3 წუთზე მარჩელიმ დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 41-ე წუთზე ანტვიმ გაიტანა. 48-ე წუთზე ფინელები პენანენმა დააწინაურა. 81-ე წუთზე ოკსანენმა აიღო ბრატისლაველთა კარი და თავისი გუნდის გამარჯვება გაამყარა. „სლოვანი“ მომდევნო მატჩს კონფერენს ლიგაში შინ 27 ნოემბერს ესპანეთის „რაიო ვალეკანოსთან“ გამართავს.
ლაშა თაბაგარი