გაგუა და კაპანაძე სლოვაკეთის თასის 1/8-ფინალში გავიდნენ

0
5

„დუნაისკა სტრედა“, რომელშიც ფორვარდი გიორგი გაგუა და მცველი ცოტნე კაპანაძე გამოდიან. სლოვაკეთის თასის 1/8-ფინალში ითამაშებს. 1/16-ფინალში „დუნაისკა სტრედა“ სტუმრად რანგით მეორე ლიგის „პეტრჟალკას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ორივე ექსფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო – კაპანაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გაგუამ მოედანი მე-60 წუთზე დატოვა. სტუმრები მე-9 წუთზე რამადანმა დააწინაურა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე კი საბოლოოდ ანგარიში ბარომ დასვა.
ლაშა თაბაგარი