აზაროვს ამჯერად ენდნენ

0
2

დონეცკის „შახტარმა“ უეფას კონფერენს ლიგის მე-4 ტურში ისლანდიის „ბრედაბლიკი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა ირაკლი აზაროვმა, რომელსაც ბოლო პერიოდში უკრაინულ გუნდში ძალიან იშვიათად ათამაშებენ, ამჯერად ორი ტაიმი ჩაატარა.
დონეცკელებიდან 28-ე წუთზე ანგარიში ბონდარენკომ გახსნა, ხოლო 65-ე წუთზე სტუმართა კარი კაუა ელიასმა აიღო. „შახტარი“ კონფერენს ლიგაში მომდევნო მატჩს 28 ნოემბერს სტუმრად ირლანდიის „შემროკ როვერსთან“ გამართავს.
ლაშა თაბაგარი