პედრო „ლაციოდან“ მიდის

0
4

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, პედრო რომის „ლაციოს“ დატოვებს, რადგან კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება.
„მსურს, რომ „ლაციო“ ევროთასებზე მოხვდეს, ხოლო შემდეგ წასვლის დრო დადგება“ – იუწყება 38 წლის ესპანელის ნათქვამს Football Italia.
პედრო „ლაციოში“ 2021 წელს „რომადან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 182 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. მან კარიერის საუკეთესო პერიოდი „ბარსელონაში“ გაატარა, სადაც 2007-2015 წლებში ასპარეზობდა და 321 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 99-ჯერ აიღო. მან ესპანურ გრანდთან ერთად 19 ტიტული მოიგო.
ლაშა თაბაგარი