ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „ბარსელონას“ ნახევარმცველმა პედრიმ დამატებით სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგ გაირკვა, რომ უფრო სერიოზული ტრავმა აქვს, ვიდრე წინასწარ ვარაუდობდნენ.
გამოცემა AS-ის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთეს მარცხენა ბარძაყის ორთავა კუნთი გაუწყდა, რომლის გამო მოედნაზე მინიმუმ 6 კვირა ვერ გავა. ის „ბარსელონას“ ესპანეთის ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის საერთო ჯამში 8 მატჩში ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სტუმრად საქართველოსთან (16 ნომებერი) და სახლში თურქეთთან (18 ნოემბერი) ვერ ითამაშებს. საუკეთესო შემთხვევაში პედრი მოედანზე 9 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაში ფრანკფურტის „აინტრახტთან“ გასამართ საშინაო შეხვედრაში დაბრუნდება.
ლაშა თაბაგარი





