კევინ დე ბრუინი „ნაპოლის“ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ბელგიის ეროვნული ნაკრების 34 წლის ნახევარმცველი იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში „ინტერთან“ (3:1) მატჩში დაშავდა. მან 33-ე წუთზე პენალტი გაიტანა და მაშინვე ხელი მარძაყის უკანა ორთავა კუნთზე მოიკიდა, ხოლო ცოტა ხანში მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.
სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ დე ბრუინს კუნთი გაუწყდა და დაახლოებით 3-4 თვე მოედანზე ვერ გავა. ის „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და ყველა ტურნირზე გამართულ 11 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





