დანი ალვეში მღვდელი გახდა

0
4

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და „ბარსელონას“ ლეგენდარული მარჯვენა მცველი დანი ალვეში ესპანეთის ერთ-ერთი ევანგელისტური ეკლესიის მღვდელი გახდა.
გამოცემა AS-ის ინფორმაციით, 42 წლის ბრაზილიელი ქალაქ ჟირონაში მდება ეკლესია „ელიმში“, სადაც პასტორი ჯიმი მარტინია, ხშირად ქადაგებს. ამ ეკლესიაში მსახურება სამშაბათს და კვირას ტარდება.
ერთ-ერთი მსახურების დროს ალვეშმა თავის განცდებზე ისაუბრა: „ღმერთის უნდა გჯეროდეს. მე ამის ცოცხალი მაგალითი ვარ. მე ღმერთან აღთქმა დავდე. როდესაც ირგვლილ შტორმი და ტურბულენტობაა, ღმერთის გზავნილი ყოველთვისაა. ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში ეს გზავნილი დამეხმარა რწმენის გზას შევდგომოდი და ეკლესიაში მივედი. ახლა ამ მოგზაურობას ღმერთის წყალობით ვაგრძელებ“.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მარტში კატალონიის სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ ალვეში, რომელსაც გაუპატიურებას აბრალებდნენ, გაამართლეს.