საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-9 ტურში „მეცი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბები გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან, სტუმრად „ლილთან“ 1:6 განადგურდა.
ორივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო – წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აბუაშვილმა მოედანი 61-ე წუთზე დატოვა. „მეცმა“ პირველ ტაიმში ორი ბურთი გაუშვა, ხოლო მეორეში ოთხი და 2 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოა.
ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორმა“ ნიდერლანდების ჩემპიონატში ზედიზედ მეშვიდე თამაში წააგო. მე-10 ტურში როტერდამელები „იგლსს“ ესტუმრნენ და 2 უპასუხო ბურთი გაშვეს. ჩვენი 21-წლამდელების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. „ექსელსიორი“ 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





