გიორგი ტაბატაძემ „ვეილეში“ გადასვლის შემდეგ, დანიის სუპერლიგაში პირველი საგოლე პასი შეასრულა. მე-13 ტურში „ვეილე“ სტუმრად „სილკებორგთან“ 1:2 დამარცხდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა. მან მე-8 წუთზე ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ორ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში პასი გამელგაარდს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. თუმცა, დარჩენილ დროში „ვეილემ“ ორი ბურთი გაუშვა და 7 ქულით 12 გუნდს შორის ბოლოა.
ლაშა თაბაგარი





