ლოჩოშვილმა პენალტი „მოინადირა“

0
4

„ნიურნბერგმა“, რომლის ღირსებას ლუკა ლოჩოშვილი იცავს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-10 ტურში სტუმრად „კაიზერსლაუტერთან“ ქულა აიღო, რაშიც საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„კაიზერსლაუტერნი“ მე-15 წუთზე დაწინაურდა, როდესაც იუსტვანმა გოლი თავის კარში გაიტანა. 45-ე წუთზე სტუმრებმა აუტი ჩააწოდეს და მეტოქის საჯარიმოში ჩასული ლოჩოშვილი მცველმა წააქცია. მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ჰანსლიკმა გამოიყენა – 1:1. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „ნიურნბერგი“ 9 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა,
ლაშა თაბაგარი