კიტეიშვილის „შტურმმა“ საკუთარ კედლებში წააგო

0
6

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, სახლში „ვოლფსბერგთან“ 1:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეტოქის კარს 3-ჯერ შეუტია – ორჯერ საჯარიმოს გარედან დაარტყა, ხოლო ერთხელ კართან ახლოს მყოფმა თავით სცადა ბურთის კარში გადაგზავნა, მაგრამ უშედეგოდ. ის 57-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ოთხივე გოლი გასული იყო.წაგების მიუხედავად მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 21 ქულით პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი