„დინამომ“ „კოლხეთს“ უპრობლემოდ აჯობა

0
5

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის მეორე სათამაშო დღე თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ დასრულდა, სადაც „დინამომ“ აუტსაიდერ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და უპრობლემოდ დაამარცხა.
შეხვედრის მე-6 წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი გიორგი გვასალია წააქცია რატი გრიგალავამ და მთავარმა მსაჯმა ბაქარ ბრეგვაძემ პენალტი დანიშნა, რომელიც თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა – 1:0.
22-ე წუთზე ჯაბა კანკავამ მოედნის ცენტრიდან პასი მარჯვენა ფლანგზე გახსნილ თორნიკე მორჩილაძეს გაუკეთა, რომელმსაც საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მათე ბაწაძემ როგორც მცველს, ასევე კარიდან გამოსულ მეკარეს აჯობა და თავით გაიტანა – 2:0.
42-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა დაახლოებით 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და მეკარე დემეტრე ბულისკერიას შეცდომის შემდეგ, ბურთი კარში აღმოჩნდა – 3:0.
53-ე წუთზე ბოსნიელი ამარ ბეგიჩის დარტყმის შემდეგ, დიტო ფაჩულიას მოხვდა ბურთი, რომელიც ფოთელთა ნახევარმცველა დაიმირჩილა და „დინამოს“ საჯარიმოში ხაზიდან გიორგი ლორიას აუღებლად დაურტყა – 3:1.
დარჩენილ დროი ანგარიში არ შეცვლილ და ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი „დინამომ“ 49 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეოთხეა, ხოლო დავიღ კვირკველიას დამოძღვრილი „კოლხეთი“ 19 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი