ყაზაიშვილის 24-ე გოლი ჩემპიონატში

0
5

ვაკო ყაზაიშვილმა „შანდუნის“ შემადგენლობაში ჩინეთის სუპერლიგაში მაღალ დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. 28-ე ტურში „შანდუნმა“ შინ „შანხაი პორტი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველმა დუბლი შეასრულა.
სასტარტოში მყოფმა ყაზაიშვილმა 41-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, როდესაც სტუმრების კონტრშეტევა საჯარიმოში შეჭრილმა დაასრულა. 77-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა შანხაელთა კარი კიდევ ერთხელ აიღო და მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში 24 გოლი მიითვალა. ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში ლიდერია და მეორეადგილოსან ანგოლელ აბრეუს 3 ბურთით სჯობს. გარდა ამისა, მან აზიის ჩემპიონთა ლიგაში თავი 4-ჯერ გამოიჩინა. „შანდუნი“ 47 ქულით 16 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი