„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-11 ტურში სტუმრად „ანსისთან“ 0:4 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს. მე-13 წუთზე, როდესაც „სენტ-ეტიენი“ 0:1 აგებდა, ნახევარმცველი მილადენოვიჩი გაუძევეს. შესვენების შემდეგ, მასპინძლებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს. „სენტ-ეტიენი“ 20 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ზურაბ მუსელიანმა „პარალიმნის“ მაისურით მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. მე-8 ტურში „პარალიმნი“ სტუმრად „ახნასს“ შეხვდა და 1:5 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში მე-4 წუთზე პენალტიდან გახსნა. „პარალიმნი“ 1 ქულით ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





