ზივზივაძის ტაიმი „ჰაიდენჰაიმის“ წაგებულ შეხვედრაში

0
4

გერმანიის ბუნდესლიგის მე-8 ტურში „ჰაიდენჰაიმი“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, სტუმრად „ჰოფენჰაიმთან“ 1:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს, როდესაც სტუმრები 0:2 აგებდნენ. მასპინძლები მე-18 წუთზე ასლანიმ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ჰაიდენჰაიმის“ კარი ლემპერლემ აიღო. 63-ე წუთზე „ჰოფენჰაიმიდან“ თავი კრამარიჩმა გამოიჩინა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე შიმერმა გაიტანა.
„ჰაიდენჰაიმს“ 4 ქულა აქვს და 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი