„ინტერ მაიამის“ კაპიტანი ლიონელ მესი MLS-ის რეგულარული სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ლეგენდარულმა არგენტინელმა 28 მატჩში 29 გოლი გაიტანა და უახლოეს მდევრებს 5-5 გოლით გაასწრო. მეორე ადგილი დენი ბუანგამ („ლოს ანჯელესი“) და სემ სარიჯმა („ნეშვილი“) გაიყვეს – 24-24 გოლი.
არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტანმა კუთვნილი ჯილდო პლეი-ოფის 1/8-ფინალში „ნეშვილთან“ გასამართ პირველ მატჩამდე მიიღო. „ინტერ მაიამიმ“ განვლილი შეხვედრა 3:1 მოიგო და მესიმ დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





