ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი საგოლე პასი შეასრულა. მე-9 ტურში პარიზელები სტუმრად „ბრესტს“ შეხვდნენ და 3:0 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ეფექტური ფინტით ერთ მცველს გაცდა, შემდეგ მეორეს გაექცა, მაგრამ წინ გამოსულმა მეკარემ აუღი, თუმცა ისევ მას დაუბრუნდა ბურთი, რომელიც ჰაკიმის გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი დუბლი შეასრულა. მანამდე, მაროკოელმა მცველმა მეტოქის კარი 29-ე წუთზე აიღო. კვარაცხელია 70-ე წუთზე დუემ შეცვალა, რომელმაც ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მოქმედი ჩემპიონი პსჟ 18 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველია.
ლაშა თაბაგარი




