ჯიღაურის პირველი გოლი სეზონში

0
5

ჯაბა ჯიღაურმა „ყიზილზუმის“ მაისურით მიმდინარე სეზონშ უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. 26-ე ტურში „ყიზილყუმმა“ სამარყანდის „დინამო“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. 32-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, მეტოქის პირისპირ გასულმა ჯიღაურმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. ის „ყიზილყუმში“ სადებიუტო სეზონს ატარებს და 24 შეხვედრაში 1 გოლის გარდა, ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. „ყიზილყუმი“ 32 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი