გულიაშვილის მორიგი უგოლო მატჩი

0
5

„სარაევომ“, რომლის კაპიტანი გიორგი გულიაშვილია, ბოსნიის ჩემპიონატში 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე შეცვალეს.
მასპინძლებიდან ანგარიშის გახსნის შანსი ბუტიჩს ჰქონდა, რომელმაც მე-16 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. სარაევოელებიდან ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე მუიკიჩმა გაიტანა.
გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 12 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი