ავთანდილ ასათიანი: „ჩვენც არ ვართ საჩუქარი მეტოქეებისთვის“

0
5

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდუილ ასათიანმა ევროპის 2026 წლის კენჭისყრა შეაფასა, რომლის შედეგად მეტოქეებად საფრანგეთი, ხორვატია და ლატვია შეგხვდნენ. ჩვენი გუნდი რიგაში ითამაშებს.
ავთანდილ ასათიანი: „საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით. კარგი ისაა, რომ ყველა მეტოქეს ვიცნობთ. საფრანგეთი შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში ჩვენთან ერთად იყო, ლატვია მასპინძელია და ყოველწლიურად ძალიან, ძალიან უმატებს. ვფიქრობ. ჩვენც არ ვართ საჩუქარი მეტოქეებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ წინა ევროპის ჩემპიონატის გამოცდილება დაგვეხმარება.
ძალიან კარგია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვართ, განსაკუთრებით იმ მოთამაშეებისთვის, რომლებიც პირველად მიიღებენ მონაწილეობას, ნახავენ, თუ რა არის უმაღლეს დონეზე თამაში. რაღაც ბარიერი გადავლახეთ, ახლა ვნახოთ, ტოპნაკრებებთან მზად როგორ ვიქნებით. დაგეგმილი გვაქვს მოსამზადებელი ეტაპი, ისე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ 20 იანვრისთვის ფორმის პიკში ვიყოთ და რიგაში ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ“.
21 იანვარი | ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი | ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)|
28 იანვარი | საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)
ლაშა თაბაგარი