უეფას კონფერენს ლიგის მე-2 ტურში შვეიცარიის „ლოზანამ“ გასვლაზე მალტის „ჰამრუნს“ 1:0 აჯობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კაპიტანმა გიორგი სიგუამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგაში 4-ჯერ ითამაშა და 1 საგოლე პასი გააკეთა. ლოზანელებიდან ერთადერთი გოლი დიაკიტემ 38-ე წუთზე გაიტანა. „ლოზანას“ 6 ქულა აქვს და 36-ე გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





