ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა MLS-ში მოასპარეზე კლუბთან ხელშეკრულება 2028 წლამდე გაახანგრძლივა. მას ხელშეკრულება 2026 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდა.
მესი „ინტერ მაიამიში“ 2023 წლის ივლისიდან გამოდის. მან მაიამელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 82 მატჩში 71 გოლი გაიტანა. არგენტინელმა „ინტერ მაიამისთან“ ერთად ლიგის თასი და MLS-ის რეგულარული სეზონი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





