ევროპა ლიგის ფაზის მესამე ტურში გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი თამაშობს, სტუმრად გლაზგოს „სელტიკს“ შეხვდა და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-15 წუთზე ჰორვატმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან „ცხრიანში“ ეფექტური ბურთი გაიტანა. პირველ ტაიმში თავის გამოჩენის შანსი კიტეიშვილსაც ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
61-ე წუთზე შოტლანდიელებმა კუთხური კარგად გაითამაშეს და სკაილსმა ავსტრიელთა კარი აიღო. 64-ე წუთზე „სელტიკმა“ კუთხური ჩააწოდა და ნუგრენმა თავით გაიტანა.
„შტურმი“ 3 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 27-ე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





