კაშიამ ალკმაარში წააგო, გუგეშაშვილი არ ათამაშეს

0
3

უეფას კონფერენს ლიგის ფაზის მეორე ტურში ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის ნიდერლნადებში ადგილობრივ „ალკმაარს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 44-ე წუთზე სვენ მინანსმა გაიტანა, რომელმაც პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. 87-ე წუთზე სლოვაკეთის მოქმედ ჩემპიონს მცველი სანდრო კრუზი გაუძევეს.
უქულო „სლოვანი“ კონფერენს ლიგის 36 გუნდს შორის 31-ე ადგილზეა.
ევროპა ლიგის ფაზის მე-3 ტურში პაოკ-მა, რომელსაც ლუკა გუგეშაშვილი ზაფხულში შეუერთდა, სტუმრად ფრანგული „ლილი“ 4:3 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარე ბერძნების განაცხადში არ იყო. პაოკ-ი 4 ქულით 36 გუნდს შორის მეოცეა.
ლაშა თაბაგარი