უეფას კონფერენს ლიგის ფაზის მე-2 ტურში დონეცკის „შახტარმა“ პოლონეთის „ლეგია“ მიიღო და 1:2 წააგო. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა ირაკლი აზაროვმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.
სტუმრებიდან მე-16 წუთზე ანგარიში აუგუსტინიაკმა გახსნა, ხოლო 61-ე წუთზე ლუკა მეირელეშმა საპასუხო ბურთი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე აუგუსტინიაკმა დუბლი შეასრულა და ვარშაველებს სამი ქულა მოუტანა.
„შახტარი“ 3 ქულით 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





