ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურში ლისაბონის „სპორტინგმა“ „მარსელი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
„მარსელი“ მე-14 წუთზე პაიშაომ დააწინაურა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე სტუმართა მცველმა ემერსონმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
60-ე წუთზე პორტუგალიელებიდან ანგარიში კატამომ გაათანაბრა. 86-ე წუთზე ფრანგების კარი ალისონ სანტოსმა აიღო და ლისაობონელებმა მიმდინარე გათამაშებაში მეორე თამაში მოიგეს. „სპორტინგი“ 6 ქულით 36 გუნდში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





