ქვილითაიამ „არისი“ თასის 1/8-ფინალში გაიყვანა

0
4

გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისს“ კვიპროსის თასის 1/16-ფინალში „ომონია 29 მაისთან“ მოაგებინა.
განვლილი შეხვედრის 56-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში სანემ გახსნა, ხოლო სტუმრებიდან 64-ე წუთზე თავი მოვსესიანმა გამოიჩინა. 72-ე წუთზე „არისის“ მცველმა იაგომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გადამწყვეტი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე პენალტიდან გაიტანა.
მას მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპოონატში მეტოქის კარი არ აუღია, ხოლო თასის გარდა, თავი სამჯერ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი